საწყობის დამხმარე

აღწერა

ევროპული სამედიცინო ლაბორატორიების ქსელი საქართველოში "სინევო საქართველო" აცხადებს ვაკანსიას საწყობის დამხმარეს თანამდებობაზე. ლოკაცია: ქ. თბილისი, წინანდლის ქ. N9 სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი-პარასკევი) სამუშაო საათები: 10:00-18:00 სინევოში თქვენ დაგხვდებათ: ** ჯანმრთელობის დაზღვევა ** Fitpass ** თიმბილდინგი ** მზარდი შრომითი ანაზღაურება ** ჯანსაღი სამუშაო გარემო ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** საწყობში მარაგების მიღება, ვადებისა და რაოდენობების შემოწმება, დახარისხება ** ფილიალებისთვის შეკვეთების დაკომპლექტება და გაწერილი სტანდარტის შესაბამისად, მიწოდებისთვის მომზადება ** ვადების მიხედვით, სასაქონლო ნაშთების შემოწმება, საწყობში არსებული ნაშთების ვადების კონტროლი ** ინვენტარიზაციაში მონაწილეობის მიღება ** ინვენტარიზაციისას გამოვლენილი დაზიანებული/ვადაგასული საქონლისათვის წუნდებულის სტატუსის განსაზღვრა და შესაბამისი წარმომადგენლისთვის მონაცემის მიწოდება ** უშუალო ხელმძღვანელის დავალების შესაბამისად, საქმიანობასთან დაკავშირებული, სხვა ფუნქციების შესრულება საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება ** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება ** სასურველია რუსული ან/და ინგლისური ენების B2 დონეზე ცოდნა საჭირო პიროვნული უნარ-ჩვევები: ** პასუხისმგებლობა ** კეთილსინდისიერება ** დაგეგმვა და ორგანიზება ** შედეგზე ორიენტირება ** პუნქტუალურობა ** კოლეგიალობა დაინტერესებულ პირებს, რომელთა კვალიფიკაცია შეესაბამება ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ინგლისურ ან/და ქართულ ენაზე, [email protected]. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება. "სინევოში" თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები "სინევოს" მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის არაუმეტეს 3 წლის ვადით. გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს. "სინევო" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

საწყობის დამხმარე მუშა
ედ მარკეტი
თბილისი დედლაინი: 4 დღეში

საწყობის დამხმარე პერსონალი
ბათ გლასი
თბილისი 1100₾ დედლაინი: 1 კვირაში

კომპანია


სამედიცინო ლაბორატორია სინევო
დედლაინი
3 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო